ხშირი კითხვები
რომელი საკეტი მომერგება?
დაიწყე კარით. შიდა კარისთვის Room შეარჩიე. თუ გინდა კარი სახით გააღო ან სტუმარი ეკრანზე დაინახო, შეხედე Face-ს და Palm-ს. Home სამ ვერსიად იყიდება, საბაზისოდან ვიდეოთვალამდე. განსხვავებები შედარების ცხრილშია.
რა ღირს მონტაჟი?
ერთი საკეტის მონტაჟი თბილისში 70 ₾ ღირს. მონიშნე პროდუქტის გვერდზე ან კალათაში და ფასს დაემატება. სხვა ქალაქში მონტაჟზე წინასწარ შევთანხმდებით.
შემიძლია საკეტი მონტაჟის გარეშე ვიყიდო?
კი. მონტაჟი ცალკე მომსახურებაა და კალათაში მხოლოდ მაშინ ემატება, როცა თავად მონიშნავ.
დენი რომ გაითიშოს, კარი გაიღება?
საკეტები ბატარეით მუშაობს, ამიტომ სახლში დენის გათიშვა მათ არ აჩერებს. ბატარეა თუ დაჯდა, ოთხივე მოდელი მექანიკური გასაღებით იღება.
რომელ კარზე მონტაჟდება?
Room მხოლოდ შიდა კარისთვისაა. სხვა მოდელებზე მნიშვნელოვანია კარის სისქე და კარში ჩასმული მექანიზმის ზომა. თუ დარწმუნებული არ ხარ, მოგვწერე და კარის ფოტოზე ერთად შევამოწმებთ.
მექანიკური გასაღები აქვს?
კი, ოთხივე მოდელი გასაღებითაც იღება.
როგორ მუშაობს აპლიკაცია?
Face და Palm WiFi-ით უკავშირდება Tuya-ს აპლიკაციას. მწარმოებლის სპეციფიკაციით, Face-ით ტელეფონიდან ხედავ, ვინ დგას კართან, და სტუმარს ელაპარაკები. Palm-ით კარს დისტანციურად აღებ და სტუმრისთვის დროებით კოდს ქმნი. Home-ის WiFi ვერსიაც Tuya-ს აპლიკაციას უკავშირდება.
რა გარანტია აქვს?
ყველა მოდელს ორწლიანი გარანტია აქვს.
როგორ დავაბრუნო?
დაბრუნება კურიერით ხდება, წინასწარი შეთანხმებით. დეტალები დაბრუნების პოლიტიკაშია.
