კარი, რომელიც შენ გცნობს

გააღე თითით, კოდით, ბარათით ან სახით. ოთხი მოდელი სახლისა და ოფისისთვის, მონტაჟით თბილისში.

შეარჩიე საკეტი შენი კარისთვის

მონიშნე, როგორ გინდა კარის გაღება. შესაბამისი მოდელები დარჩება წინ.

4 მოდელი

SAKETO Face

სახის ამოცნობა, ვიდეოთვალი და Tuya WiFi

  • თითის ანაბეჭდი
  • კოდი
  • ბარათი
  • გასაღები
  • სახე
  • აპლიკაცია
499 ₾ ნახე

SAKETO Home

სამი ვერსია: საბაზისო, ვიდეოთვალით და WiFi-ით

  • თითის ანაბეჭდი
  • კოდი
  • ბარათი
  • გასაღები
  • აპლიკაცია
169 ₾-დან ნახე

SAKETO Palm

ხელისგულის ვენა, სახე და 4.5 დიუმიანი ეკრანი

  • თითის ანაბეჭდი
  • კოდი
  • ბარათი
  • გასაღები
  • სახე
  • ხელისგულის ვენა
  • აპლიკაცია
1,169 ₾ ნახე

SAKETO Room

შიდა კარისთვის: თითი, კოდი და გასაღები

  • თითის ანაბეჭდი
  • კოდი
  • გასაღები
229 ₾ ნახე

აირჩიე, როგორ გააღებ კარს

ნახე ახლოდან, სად არის სენსორი და როგორ გამოიყურება საკეტი.

ჯერ მიიღე, მერე გადაიხადე

საკეტს კარამდე უფასოდ მოგიტანთ. ფულს მაშინ იხდი, როცა შეკვეთა უკვე ხელში გაქვს.

გადახდა
შეკვეთის მიღებისასწინასწარ არაფერს იხდი. ჯერ საკეტს მიიღებ, მერე გადაიხდი.
მიწოდება
უფასოა მთელ საქართველოშითბილისში 1 ან 2 სამუშაო დღე, რეგიონებში 2 დან 4.
მონტაჟი
70 ₾ თბილისშიდღესა და საათს შეკვეთის შემდეგ შეგითანხმებთ.
გარანტია
ორი წელიყველა მოდელზე.
დაბრუნება
14 დღემიზეზის ახსნა არ გჭირდება. დეტალები დაბრუნების პირობებშია.

მყიდველის გამოცდილება

უკვე გაქვს SAKETO?

გაგვიზიარე, როგორ მუშაობს შენი საკეტი. შენი შეფასება სხვებს არჩევანში დაეხმარება.

დაწერე შეფასება

რა განსხვავებაა მოდელებს შორის?

ფუნქციაRoom 229 ₾ Home 169 ₾-დან Face 499 ₾ Palm 1,169 ₾
გახსნის მეთოდები
თითის ანაბეჭდი აქვს აქვს აქვს აქვს
კოდი აქვს აქვს აქვს აქვს
ბარათი— აქვს აქვს აქვს
გასაღები აქვს აქვს აქვს აქვს
სახე—— აქვს აქვს
ხელისგულის ვენა——— აქვს
აპლიკაცია—ვერსიით აქვს აქვს
ვიდეო და ეკრანი
ვიდეოთვალი—ვერსიით აქვს აქვს
შიდა ეკრანი—3 დიუმი, ვიდეოვერსია4.5 დიუმი4.5 დიუმი
ზარი—— აქვს აქვს
კავშირი
WiFi—ვერსიით აქვს აქვს
დროებითი კოდი——— აქვს

ცხრილი მწარმოებლის სპეციფიკაციას ეყრდნობა. Room მხოლოდ შიდა კარისთვისაა.

მონტაჟი თბილისში

50% ფასდაკლება

140 ₾70 ₾

ერთი საკეტის მონტაჟი

საკეტი და მონტაჟი ერთად შეუკვეთე. დაამატე ორივე აქედან ან პროდუქტის გვერდზე მონიშნე მონტაჟი.

სხვა ქალაქში მონტაჟი წინასწარი შეთანხმებით. პირობები

  1. აირჩიე საკეტი

    შეადარე მოდელები და აირჩიე, რომლით გინდა კარის გაღება.

  2. დაამატე მონტაჟი

    პროდუქტის გვერდზე ან კალათაში. ფასს 70 ₾ დაემატება.

  3. შევათანხმოთ დრო

    შეკვეთის შემდეგ დაგიკავშირდებით და მონტაჟის დღეს ერთად შევარჩევთ.

შეძენამდე შეამოწმე შენი კარი

ოთხი რამ, რაც მონტაჟს აადვილებს.

  • კარის სისქე

    გაზომე კარის ფურცელი. საკეტის მექანიზმი კარის სისქეს უნდა მოერგოს.

  • არსებული მექანიზმი

    გადაუღე ფოტო კარის გვერდს, სადაც საკეტის ენა გამოდის.

  • გაღების მიმართულება

    დაიმახსოვრე, კარი შენსკენ იღება თუ შენგან, მარცხნივ თუ მარჯვნივ.

  • კარის ტიპი

    Room მხოლოდ შიდა კარისთვისაა. დანარჩენ მოდელებზე კარის ფოტოთი დაგეხმარებით.

რაც შეძენამდე უნდა იცოდე

რომელი საკეტი მომერგება?

დაიწყე კარით. შიდა კარისთვის Room შეარჩიე. თუ გინდა კარი სახით გააღო ან სტუმარი ეკრანზე დაინახო, შეხედე Face-ს და Palm-ს. Home სამ ვერსიად იყიდება, საბაზისოდან ვიდეოთვალამდე. განსხვავებები შედარების ცხრილშია.

რა ღირს მონტაჟი?

ერთი საკეტის მონტაჟი თბილისში 70 ₾ ღირს. მონიშნე პროდუქტის გვერდზე ან კალათაში და ფასს დაემატება. სხვა ქალაქში მონტაჟზე წინასწარ შევთანხმდებით.

შემიძლია საკეტი მონტაჟის გარეშე ვიყიდო?

კი. მონტაჟი ცალკე მომსახურებაა და კალათაში მხოლოდ მაშინ ემატება, როცა თავად მონიშნავ.

დენი რომ გაითიშოს, კარი გაიღება?

საკეტები ბატარეით მუშაობს, ამიტომ სახლში დენის გათიშვა მათ არ აჩერებს. ბატარეა თუ დაჯდა, ოთხივე მოდელი მექანიკური გასაღებით იღება.

რომელ კარზე მონტაჟდება?

Room მხოლოდ შიდა კარისთვისაა. სხვა მოდელებზე მნიშვნელოვანია კარის სისქე და კარში ჩასმული მექანიზმის ზომა. თუ დარწმუნებული არ ხარ, მოგვწერე და კარის ფოტოზე ერთად შევამოწმებთ.

მექანიკური გასაღები აქვს?

კი, ოთხივე მოდელი გასაღებითაც იღება.

როგორ მუშაობს აპლიკაცია?

Face და Palm WiFi-ით უკავშირდება Tuya-ს აპლიკაციას. მწარმოებლის სპეციფიკაციით, Face-ით ტელეფონიდან ხედავ, ვინ დგას კართან, და სტუმარს ელაპარაკები. Palm-ით კარს დისტანციურად აღებ და სტუმრისთვის დროებით კოდს ქმნი. Home-ის WiFi ვერსიაც Tuya-ს აპლიკაციას უკავშირდება.

რა გარანტია აქვს?

ყველა მოდელს ორწლიანი გარანტია აქვს.

როგორ დავაბრუნო?

დაბრუნება კურიერით ხდება, წინასწარი შეთანხმებით. დეტალები დაბრუნების პოლიტიკაშია.