SAKETO Home

სამი ვერსია: საბაზისო, ვიდეოთვალით და WiFi-ით

შეაფასე ეს მოდელი
169 ₾
  • თითის ანაბეჭდი
  • კოდი
  • ბარათი
  • გასაღები
  • აპლიკაცია ვერსიით
  • ვიდეოთვალი ვერსიით
  • შიდა ეკრანი ვერსიით
  • WiFi ვერსიით
ვერსია

გადახდა მიღებისასჯერ საკეტს მიიღებ, მერე გადაიხდი. წინასწარ არაფერს იხდი.

  • უფასო მიწოდება · თბილისში 1 ან 2 სამუშაო დღეში, რეგიონებში 2 დან 4 დღეში
  • მონტაჟი 70 ₾ · თბილისში, სხვა ქალაქში შეთანხმებით
  • ორწლიანი გარანტია · ყველა მოდელზე.
  • სათადარიგო გასაღები · ბატარეის დაცლისას კარი გასაღებით იღება
  • 14 დღე დასაბრუნებლად · მიზეზის გარეშე, კანონით დადგენილი პირობებით

მოდელის შესახებ

Home ერთი მოდელია სამ ვერსიად. სამივე ერთნაირად იღება: თითის ანაბეჭდით, კოდით, ბარათით და მექანიკური გასაღებით. თითის სენსორი სახელურშია, ამიტომ კარს ერთი მოძრაობით აღებ.

ვიდეოთვალიან ვერსიას გარე პანელზე კამერა აქვს, შიგნით კი 3 დიუმიანი ეკრანი, რომელზეც ხედავ, ვინ დგას კართან. WiFi ვერსია ამას ემატება და Tuya-ს აპლიკაციას უკავშირდება.

ვერსიები

საბაზისო თითის ანაბეჭდი, კოდი, ბარათი, გასაღები
ვიდეოთვალი საბაზისოს ყველაფერი, კამერა და 3 დიუმიანი შიდა ეკრანი
ვიდეოთვალი და Tuya WiFi ვიდეოთვალიანის ყველაფერი და WiFi კავშირი

მახასიათებლები

გახსნა თითის ანაბეჭდი, კოდი, ბარათი, მექანიკური გასაღები
თითის ანაბეჭდები 50-მდე
ვიდეოთვალი ვიდეოთვალიან ვერსიებზე
შიდა ეკრანი 3 დიუმი, ვიდეოთვალიან ვერსიებზე
კავშირი Tuya WiFi, WiFi ვერსიაზე

ფოტოებზე ვიდეოთვალიანი ვერსიაა. საბაზისოს ვიდეოთვალი და შიდა ეკრანი არ აქვს, მისი გარეგნობა შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს.

მონტაჟამდე

გაზომე კარის სისქე და გადაუღე ფოტო კარის გვერდს, სადაც საკეტის ენა გამოდის. თუ არ ხარ დარწმუნებული, მოგვწერე და ერთად შევამოწმებთ.

მახასიათებლები მწარმოებლის სპეციფიკაციას ეყრდნობა.

შეადარე სხვა მოდელებს

ფუნქციაRoom 229 ₾ Home 169 ₾-დან Face 499 ₾ Palm 1,169 ₾
გახსნის მეთოდები
თითის ანაბეჭდი აქვს აქვს აქვს აქვს
კოდი აქვს აქვს აქვს აქვს
ბარათი— აქვს აქვს აქვს
გასაღები აქვს აქვს აქვს აქვს
სახე—— აქვს აქვს
ხელისგულის ვენა——— აქვს
აპლიკაცია—ვერსიით აქვს აქვს
ვიდეო და ეკრანი
ვიდეოთვალი—ვერსიით აქვს აქვს
შიდა ეკრანი—3 დიუმი, ვიდეოვერსია4.5 დიუმი4.5 დიუმი
ზარი—— აქვს აქვს
კავშირი
WiFi—ვერსიით აქვს აქვს
დროებითი კოდი——— აქვს

ცხრილი მწარმოებლის სპეციფიკაციას ეყრდნობა. Room მხოლოდ შიდა კარისთვისაა.

შეძენამდე შეამოწმე შენი კარი

ოთხი რამ, რაც მონტაჟს აადვილებს.

  • კარის სისქე

    გაზომე კარის ფურცელი. საკეტის მექანიზმი კარის სისქეს უნდა მოერგოს.

  • არსებული მექანიზმი

    გადაუღე ფოტო კარის გვერდს, სადაც საკეტის ენა გამოდის.

  • გაღების მიმართულება

    დაიმახსოვრე, კარი შენსკენ იღება თუ შენგან, მარცხნივ თუ მარჯვნივ.

  • კარის ტიპი

    Room მხოლოდ შიდა კარისთვისაა. დანარჩენ მოდელებზე კარის ფოტოთი დაგეხმარებით.

რაც შეძენამდე უნდა იცოდე

რა ღირს მონტაჟი?

ერთი საკეტის მონტაჟი თბილისში 70 ₾ ღირს. მონიშნე პროდუქტის გვერდზე ან კალათაში და ფასს დაემატება. სხვა ქალაქში მონტაჟზე წინასწარ შევთანხმდებით.

შემიძლია საკეტი მონტაჟის გარეშე ვიყიდო?

კი. მონტაჟი ცალკე მომსახურებაა და კალათაში მხოლოდ მაშინ ემატება, როცა თავად მონიშნავ.

დენი რომ გაითიშოს, კარი გაიღება?

საკეტები ბატარეით მუშაობს, ამიტომ სახლში დენის გათიშვა მათ არ აჩერებს. ბატარეა თუ დაჯდა, ოთხივე მოდელი მექანიკური გასაღებით იღება.

რომელ კარზე მონტაჟდება?

Room მხოლოდ შიდა კარისთვისაა. სხვა მოდელებზე მნიშვნელოვანია კარის სისქე და კარში ჩასმული მექანიზმის ზომა. თუ დარწმუნებული არ ხარ, მოგვწერე და კარის ფოტოზე ერთად შევამოწმებთ.

როგორ მუშაობს აპლიკაცია?

Face და Palm WiFi-ით უკავშირდება Tuya-ს აპლიკაციას. მწარმოებლის სპეციფიკაციით, Face-ით ტელეფონიდან ხედავ, ვინ დგას კართან, და სტუმარს ელაპარაკები. Palm-ით კარს დისტანციურად აღებ და სტუმრისთვის დროებით კოდს ქმნი. Home-ის WiFi ვერსიაც Tuya-ს აპლიკაციას უკავშირდება.

რა გარანტია აქვს?

ყველა მოდელს ორწლიანი გარანტია აქვს.

როგორ დავაბრუნო?

დაბრუნება კურიერით ხდება, წინასწარი შეთანხმებით. დეტალები დაბრუნების პოლიტიკაშია.